LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს…

192
IMG-20201118-111505

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები მდუმარე აქციას მართავენ.
გზის სავალი ნაწილი მათ გადაკეტილი აქვთ და დისტანციის დაცვით სპეციალურ სტიკერებზე დგანან, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის ფოტოებია გამოსახული.


აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და ასევე, საარჩევნო ოქმის გამოსახულებიანი სტიკერი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წერია, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ფოტო: ოპოზიციის აქცია-პერფორმანსი – რა ხდება რუსთაველზე

არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მდუმარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს აქცია არის ერთდროულად როგორც მადლობის გამოხატვა ქართველი ხალხისგან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმ ძალიან დიდი და გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ასევე ჩვენი ხმის მიწვდენა სახელმწიფო მდივნისთვის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, საქართველოში ხელოსუფლებამ ქვეყანა შეიყვანა ძალიან მძიმე კრიზისში და აუცილებელია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, მათ შორის ჩვენი მთავარი პარტნიორების მონაწილეობითაც.

ეს არის მდუმარე აქცია. არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები. ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ადამიანები, ვისაც წაართვეს ხმა და ხმის მიცემის საშუალება, სწორედ დუმილით გამოხატავენ, რომ ისინი ხმის წართმევას არ შეეგუებიან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არის ერთი მთავარი საკითხი – რიგგარეშე არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.

„ჯერჯერობით დიალოგში სიახლე არ არის. აშშ-ის სახელწიფო მდივნის ვიზიტის დღეებში სიახლე ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ ახლა საელჩოც და ელჩიც ყველა გადართულია ვიზიტზე. რაც შეეხება საკითხებს, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. მიგვაჩნია, რომ იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ ქვეყანა შეიყვანა, გამოსავალი, რომელსაც ყველა ქვეყანა იყენებს პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ეს არის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების მოსვლა. ვიმეორებ, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ. ვადამდელი არჩევნები ყველა დემოკრატიაში არის სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც პოლიტიკური კრიზისები განიმუხტება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g