ძიუდოს გრანდ სლემზე გამარჯვება ილია სულამანიძემ გიორგი ნავერიანის ხსოვნას მიუძღვნა.
ამის შესახებ სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც უკვე ავღნიშნე ამ ტურნირის მოგებას ვუძღვნი პატარა ბიჭის, გიორგი ნავერიანის, ხსოვნას. გიორგი იყო ქართული ძიუდოს, და მათ შორის ჩემი, დიდი გულშემატკივარი. ვიაზრებ რამდენად დიდი ტრაგედიაა ეს ოჯახსთვის და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ამ ჟესტით შემიძლია გამოვხატო თანადგომა მათდამი – სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის დაღუპვასთან მიმართებაში. ზუსტად ვიცი, გიორგის ძალიან გაუხარდებოდა ჩემი წარმატება და სწორედ ამიტომ ვუკავშირებ ამ გამარჯვებას მას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი…“ – წერს ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
