LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი ახალი თანამშრომლების აყვანისას დიპლომის არსებობას ყურადღებას არ აქცევს

270
ilon-mask-news2020

ილონ მასკმა მორიგი ხმაურიანი ინტერვიუ მისცა. როგორც გამოცემა Auto Bild–თან საუბარში მილიარდერმა განაცხადა, ახალი თანამშრომლების აყვანისას დიპლომის არსებობას ყურადღებას ნამდვილად არ აქცევს. უფრო მეტიც, ბიზნესმენისთვის სკოლის დამთავრების ატესტატიც კი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„თუკი ვინმემ მაგარი უნივერსიტეტი დაამთავრა, ეს შესაძლოა კარგი რამეების კეთებაში დაეხმაროს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. მაგალითად ისეთ ხალხს, როგორიცაა – ბილ გეიტსი, ლარი ელისონი თუ სტივ ჯობსი, კოლეჯი არასდროს დაუმთავრებიათ, თუმცა თუკი მათი დასაქმების შანსი მოგეცემოდათ, ეს ხომ უმაგრესი იდეა იქნებოდა.“

პრესტიჟული უნივერსიტეტის დამთავრების მოწმობის ნაცვლად მასკი კანდიდატებში   საქმის კეთების უნარს ეძებს. ის ასახელებს რაიმე „ქეისს“ და აპლიკანტებს გადაჭრის გზების მოფიქრებას სთავაზობს. დასაქმების მსურველებს წინა სამსახურების გამოცდილების მოყოლაც უწევთ ხოლმე და იმისათვის რომ სხვისი საქმე არ მიითვისონ, მასკი ყველაფერს დეტალურად ეძიება.

აღსანიშნავია, რომ ,,ტესლას” ხელმძღვანელს თავად პენსილვანიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფიზიკისა და ეკონომიკის სპეციალისტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g