ილონ მასკმა გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა არც ისე კარგი პერიოდი იყო, Apple–ის ხელმძღვანელს „ტესლას“ შეძენა სულ რაღაც 60 მილიარდ დოლარად შესთავაზა. თუმცა, ტიმ კუკმა მაშინ მოლაპარაკებაც კი არ ისურვა.
„არც ისე კარგ პერიოდად“ მასკი სავარაუდოდ 2017 წლის დასასრულს და 2018 წლის დასაწყისს გულისხმობს. Model 3–ის წარმოების დაწყების შემდეგ „ტესლა“ შეკვეთებს ვერ აუდიოდა და შედეგად კაპიტალზიაცია მეოთხედით შემცირდა. ილონმაც ექსტრემალური ზომების მიღება გადაწვიტა და ტიმ კუკს საინტერესო წინადადებით მიმართა. თუმცა, Apple–ის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
2020 წელს „ტესლას“ აქციები 630 %–ით გაძვირდა და ამ მომენტისთვის ბრენდის ღირებულება 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ წლის მესამე კვარტალში სუფთა მოგებამ 330 მილიონს მიაღწია, ილონ მასკის ქონებამ კი 110 მილიარდი დოლარი შეადგინა.