LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა ახალი ავტომობილის საყიდლად ყველაზე ცუდი მომენტი დაასახელა

51
ilonmask2928

ილონ მასკმა ახალი ავტომობილის საყიდლად ყველზე ცუდი მომენტი დაასახელა. „ტესლას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტომობილის შეძენა მაშინ ჯობს, როცა მისი წარმოება სულ ახალი დაწყებულია ან უკვე სტაბილურ ფაზაშია გადასული. საქმე ისაა, რომ ეგზემპლარები რომლებიც წარმოების რეკორდული ზრდის დროს გამოდის, შესაძლოა ნაკლებად ხარისხიანი იყოს.

ბლოგერი სენდი მანრო „ტესლას“ კრიტიკოსთა წარმომადგენელია, ამიტომ ილონ მასკს ბევრ უხერხულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.

მილიარდელთა საუბრისას მანრომ დაიჩივლა, რომ მისი ლიფტბეკი Model 3 ბევრად ცუდი ხარისხიაა, ვიდრე ზუსტად მისი მსგავსი ელექტროქარები რომლებიც ერთი თვის შემდეგ აიწყო. „ტესლას“ ბოსი კრიტიკას დაეთანხმა და შეეცადა დეფექტის მიზეზი აეხსნა. მასკმა წარმოების პროცესი ნამდვილ ჯოჯოხეთს შეადარა. „პროტოტიპების გამოშვება საკმაოდ მარტივი და გასართობიც კია… თუმცა, ელექტროქარების მასობრივი წარმოება, სანდოობისა და კონკურენტუნარიანი ფასების მიღწევა, ძალიან რთულია.“

როგორც წესი, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა ელექტროქარების გამოშვების ტემპი იზრდება. მაშინ როცა კონვეიერი იმდენად სწრაფად მუშაობს, რომ ავტომობილის ხარისხი იკარგება, რაღაც დეტალები უგულვებელყოფილი რჩება. მასკმა აღიარა, რომ წარმოების პიკში გამოშვებული მოდელები დეფექტიანია, როგორც ტექნიკურად ასევე ვიზუალურად. „ტესლას“ ტოპ–მენეჯერის განცხადებით, წარმოების ზრდის აქტიური ფაზა – ახალი ავტომობილის შესაძენად ყველაზე ცუდი მომენტია.

ბიზნესმენმა ისიც დაამატა, რომ „ტესლას“ მასობრივი წარმოების გამოცდილება საერთოდ არ ქონდა და ეს უნარი დროთა განმავლობაში აითვისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g