LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს, პირდაპირ მამის საფლავზე ავედი, პატიებაც ვთხოვე.. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვება“ – რას ჰყვება მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

529
Untitled design (97)

21 წლის ბიჭმა, რომელიც მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების მოსმენისას განცდილ ემოციებზე ისაუბრა და ამასთან, აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვება ის ტკივილი, რაც მის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია.

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის კახა კობახიძე ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და შვილები ჩაერივნენ.. რომელიღაცას შემოაკვდა“ – გარდაბანში მკვლელობის სავარაუდო ახალ დეტალებზე საუბრობენ

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„სწორედ იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს და ეს შეძლეს იმ პატიოსანმა უბრალო ადამიანებმა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, გარეთ რომ გამოვედი, მაგრამ ამ დიდ სიხარულს დიდი ტკივილი ახლავს. მაინც დაღუპული ვარ, ამ ამბის შემდეგ ვერ ვხედავ ცხოვრების­ მიზანს. ჩემი გული მკვდარია. თუმცა ძალი­ან მეშინოდა, როცა წარმოვიდგენდი­ სასჯელს. სულ მცირე, 16-წლიანი პატიმ­რობა მელოდა, 16 წელი პატარა დრო არ არის ადამიანისთვის.

21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგცემენ, იქ დამთავრდება­ ყველაფე­რი­. საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი­ ჩემს ცხოვრებას­. არადა, ამ ტრაგედიამდე სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი. სულ სხვა გეგმები­ მქონდა­. შეყვარებული­ ვიყავი,­ ოჯა­ხის შექმნაზე, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრ­ობდი. არ ვიცი ამას როგორ­ გადავლახავ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ამას დაველოდები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება,“ – ამბობს კახა კობახიძე.

როგორც კახა იხსენებს, სასამართლო პროცესის შემდეგ პირველად მამის საფლავზე ავიდა: 

– ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის. არაფერი მახსოვს, ისე ცუდად ვიყავი. სიმწრით ვიკოტრიალე საფლავზე. ველაპარაკებოდი მამას, პატიებაც ვთხოვე… მას შემდეგ დღე არ გავა, არ მივიდე.

– როცა ადამიანი ციხეში მოხვდები, ძალიან ცოტა რამ გიხარია და ძალიან ცოტა გწყინს. ყველაფერს სხვანაირად აანალიზებ. როცა დედა პაემანზე მოდის, დგახარ შუშის მიღმა, ესაუბრები, უყურებ ასე ახლოს, მაგრამ ვერ ეხუტები – ეს ძალიან მძიმეა. რომ გამომიშვეს, პირველი, რაც მინდოდა, დედას ჩახუტება იყო, მინდოდა არ გამეშვა მისთვის ხელი. მართლაც ასე მოვიქეცი.

– 12-ვე მსაჯულმა გაგამართლაო, მერე გავიგე, როცა ჩემს ადვოკატს ველაპარაკე. მან მითხრა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებააო­. ამ სიტყვების მერე ვიჯექი გარინდული, თავჩაღუნული, არ გავნძრეულვარ, სანამ არ გამიღეს კარი, ხელი არ მომკიდეს და არ გამიყვანეს.

იმ მომენტში ვერც გავიაზრე, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ახლა გეტყვით – ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე,“ – ამბობს კახა კობახიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები