LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და შვილები ჩაერივნენ.. რომელიღაცას შემოაკვდა“ – გარდაბანში მკვლელობის სავარაუდო ახალ დეტალებზე საუბრობენ

2186
Untitled design (5)

გარდაბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდო ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა

როგორც ტელეკომპანია „პირველთან“ ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახში მუდამ ჩხუბი იყო, შვილები სისტემატურად ცდილობდნენ დედის მამისგან დაცვას და სავარაუდოდ, ერთ-ერთ შვილს გაშველების დროს მამა შემოაკვდა.

„ოჯახური ძალადობა იყო, რომ აძლევდა, ეშინოდათ, შვილებს და ცოლს. ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და გაშველების დროს ეტყობა შვილები ჩაერივნენ და რომელიღაცა შვილს სავარაუდოდ, შემოაკვდა. ოჯახის წვერებს და ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა და სულ კახა აშველებდა. მაგრამ ახლა ვეღარ გააშველა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად ჩაბარდა პოლიციას და სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაკავებული ბრალს აღიარებს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები