LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო, მამობამ ძალიან შემცვალა.. სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო“ – თედო ბექაური ოჯახზე

683
a5437d21-d11e-4227-98d0-65c3e64c17f8

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური ჟურნალ „გზასთან“ საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს.

„ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი“ – თედო ბექაური ოჯახთან ერთად უთბილეს კადრებს გვიზიარებს

როგორც თედო ბექაური აღნიშნავს, ყოველთვის ცდილობს რომ კარგი მამა იყოს:

„სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სახლში როცა ვარ, დემეტრე სულ ჩემთან არის, მის აღზრდაში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მამობამ ძალიან შემცვალა…

დემეტრე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლაივზე პირველად მოიყვანეს, რადგან იქ რომ მხედავდა, ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, დარბაზში მისი გაჩერება გაჭირდებოდა. ძალიან მოუსვენარი ბავშვია, ამიტომ ჩემს ცეკვებს თვალს ეკრანიდან ადევნდებდა“, – ამბობს თედო ბექაური და შვილის დაბადების მომენტს იხსენებს.

„სამწუხაროდ, დაბადებას ვერ დავესწარი, თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს – „მოქალაქე წმინდანი“ იღებდა და გადაღებაზე ვიყავი, პატარა ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერც იმ დღეს მოვახერხე მისვლა, როდესაც დემეტრე სახლში წამოიყვანეს, პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო“, – ამბობს თედო.

თედო ბექაური ინტერვიუში მეუღლეზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობის დროს, ის ხელს მაქსიმალურად უწყობდა:

„მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა. სახლიდან სულ გასული ვიყავი და ყველა საქმე ჩემს მეუღლეს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებილი“, – აღნიშნავს თედო ბექაური.

ვიდეო: „მამიკოს მთავარი გულშემატკივარი“ – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური შვილთან ერთად| უსაყვარლესი კადრები კულისებიდან

ვიდეო: „ალბათ, უკეთესი არ არსებობს, საუკეთესო მეგობარია“ – როგორი მამა და მეუღლეა თედო ბექაური

„ძალიან მგულშემატკივრობდა“ – ვინ არის ქალბატონი, რომელმაც თედო ბექაურს გამარჯვება ემოციურად მიულოცა

ემოციური კადრები: „ბებიის გულმხურვალე ჩახუტება“ – თედო ბექაურის გამარჯვება და გულშემატკივარი ქალბატონის ემოციები შედეგების გამოცხადებისას

ვიდეო: „ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა ხდება ჩემს თავს“ – თედო ბექაური „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაზე

ფოტო: „თედო, როგორ გაახარე შენი ბებია…“ – თედო ბექაურის ემოციური ჩახუტება ბებიასთან გამარჯვების შემდეგ

„ხალხს უკვირდა, ელიავაზე რომ მხედავდა… მაგრამ როცა შემოსავლის სხვა წყარო არ გაქვს და გიჭირს, რას იზამ?!.. ვერ ვი­აზ­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს მოხ­და“ – თედო ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g