ნეკა დოროყაშვილის ყოფილი ქმრის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ნინო დოლიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თბილისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნეგატიურია, რაც ხელს შეუშლის მსხვერპლი ქალების გამბედაობას, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
“ჩვენი ორგანიზაცია ამ საქმეში პირდაპირ ჩართული არ იყო, თუმცა ჩვენ ისედაც ვართ გენდერულად მგრძნობიარეები და მე, პირადად ძალიან ვუჭერ მხარს ქალთა უფლებებს. სისტემატურად ვეცნობოდით ინფორმაციას ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ ქალთა უფლებებს და ასეთი გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ ძალიან ნეგატიური იყო და ზოგადად, ხელს შეუშლის მომავალში მსხვერპლი ქალების გამბედაობას იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
წინასწარი განწყობები კარგად დავინახეთ, როდესაც სასამართლო დარბაზში მივიდნენ მასთან და ავტოგრაფებს ითხოვდნენ - ამბობს დოროყაშვილი.
ვიდეო: „შეგნებულად არ მივედი სასამართლოში“ - ნეკა დოროყაშვილი ჰყვება რა მოლოდინი ჰქონდა პროცესის დაწყებამდე
ყველა საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის კანონით ასე გამართლება, არ მიგვაჩნია, რომ სწორია, განსაკუთრებით იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც მოგვისმენია. ნამდვილად ასეთი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ქალი მოსამართლის მხრიდან მისაღები არ იყო, რადგან იმ ფონზე, როდესაც ქალებს ისედაც უჭირთ ძალადობაზე საუბარი, ეს მათ კიდევ უფრო გააჩუმებს“,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე არ არის საუბარი, საუბარია ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაზე, რაც ისედაც ფარული ძალადობის ფორმებია საქართველოში.
„ეს არ არის ხილული და ამაზე ქალები არ საუბრობენ. სამწუხაროდ, ასეთ მიმართვიანობას სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეამცირებს. მოვისმინე ჩვენი კოლეგა და პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები და სრულად ვენდობი მათ. ვფიქრობ, საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა წავიდეს“- განაცხადა დოლიძემ.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.