LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეგნებულად არ მივედი სასამართლოში“ – ნეკა დოროყაშვილი ჰყვება რა მოლოდინი ჰქონდა პროცესის დაწყებამდე

224
BeFunky-collage (14)

„შეგნებულად არ მივედი სასამართლოში”, – ეს განცხადება გააკეთა „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში ნეკა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ განაჩენის გამოტანამდე, ერთი დღით ადრე, სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, მას წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული განწყობები.

„ველოდი ამ შედეგს, რადგან წინა დღეს რაც მოხდა დარბაზში, წინასწარი განწყობები კარგად დავინახეთ, როდესაც სასამართლო დარბაზში მივიდნენ მასთან და ავტოგრაფებს ითხოვდნენ.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა გამიჩნდა წინასწარი განწყობები“. – ამბობს ნეკა დოროყაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

 

ნელი დოროყაშვილის პირველი კომენტარი ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ

❗ ნელი დოროყაშვილის პირველი კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ
? სრულად ინტერვიუ იხილეთ საღამოს 8 საათზე ნოდარ მელაძის შაბათში

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 22 ოქტომბერი, 2022

 

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას “კატეგორიულად არ ეთანხმება და ეს ბრძოლა, რეალურად, არ დამთავრებულა და ახლა იწყება”.

 

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას” | ნელი დოროყაშვილი

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, აუცილებლად ვიბრძოლებთ” | ნელი დოროყაშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on შაბათი, 22 ოქტომბერი, 2022

 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

პროკურორი: ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს გაასაჩივრებს