LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი” – ჩარლზ lll გაერთიანებული სამეფოს მეფე ოფიციალურად გახდა

56
u

ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-ედ ოფიციალურად გამოცხადდა.

ოფიციალური განცხადება წმინდა ჯეიმსის სასახლეში წაიკითხეს.

„დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ღრმად ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ წინამძღოლობის გაწევისა და დახმარებისთვის“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები