LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს, თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ყავს!: კვიცარიძე

896
ირმა კვიცარიძე

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი!” – წერს სოციალურ ქსელში ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე და ეხმიანება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

როგორც კვიცარიძე წერს, პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები არც ერთი წამით არ დაკეტილა ავსტრიაში და პირიქით, ტრანსპორტი დაამატეს, რათა დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო:

“პანდემიის დაწყებიდან რამდენჯერმე აღვნიშნე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები არც ერთი წამით არ დაკეტილა ავსტრიაში! პირიქით, დაამატეს ტრანსპორტი, რომ დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი! მოარგეთ შეზღუდვები პანდემიის განუყოფელ ატრიბუტებს: დისტანცია, ნიღაბი და ჰიგიენა!
თუნდაც იმ მედპერსონალს რას უპირებთ, სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს ? თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ყავს!” – წერს ექიმი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g