LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია გაუუქმდათ, მობილობა გამოცხადდება

114

იმ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია გაუუქმდათ, მობილობა გამოცხადდება.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი განათლების ხარისხია.

„სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტსა და მის მშობელს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნიათ.

“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე უნივერსიტეტეს შეუჩერდა ავტორიზაცია, სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მე, პირველ რიგში, მინდა, მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტებს – ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, მათთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა, ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ ისარგებლონ ამით და მობილობით გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g