LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული სერიალები დაასახელა

138
TOP-SHOWS-OF-2020

რამდენიმე დღის წინ, კინოპორტალმა IMDb 2020 წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების ათეული გაავრცელა. სიის პირველ ადგილზე ანა დე არმასი მოხვდა, რომელიც „ბონდიანას“ უკანასკნელ ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ თამაშობს.

IMDb-მ 2020 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობები დაასახელა

ამჯერად  პორტალმა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სია სერიალების ნახვების რაოდენობის მიხედვით შედგა. პირველ ადგილზე ამაზონის შოუ „ბიჭები“ გავიდა, მეორეზე ნეტფლიქსის „ქაღალდის სახლია“, მესამეზე კი „სიბნელე“.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ოზარკი“, „დედოფლის გამბიტი“,„მანდალორელი“,  „აკადემია ამბრელა“, ველური დასავლეთის სამყარო“, „გვირგვინი“, „მხედვარი“. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები