LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწრო“ – ღუდუშაური პრეზიდენტზე

173
fot (5)

„პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში ღუდუშაურმა გაიხსენა პრეზიდენტის მოწოდება, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მთავრობას უსაფრთხოების საბჭო მოეწვია.

მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„როგორც ჩანს, ეს ვეტოების თემა და საქმე გამოელია და დარჩა უფუნქციოდ თუ ვიტყოდი, რომ აქტივობის გარეშე და ახლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა.

ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებულიყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწორო რომ ასე ვთქვათ, რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ნახეთ თქვენ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ზარქუა: ხელმოცარული ოპოზიციის მოწოდებებს: „აბა, ჯარები განათავსეთ“, „უშიშროების საბჭო მოიწვიეთ“, აჰყვა პრეზიდენტიც – უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას

„ჩვენი მთავრობა ალბათ ჯერ ისევ ვერ იჯერებს, რუსეთში რაც ხდება და თფუი ეშმაკსო იძახის ალბათ“ – ალეკო ელისაშვილი

 

 

„პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი…“ — ალუდა ღუდუშაური

„პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი… იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწრო… მეტი სიდინჯისკენ მოვუწოდებ ყველას,“ — ალუდა ღუდუშაური

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023

 

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“

შეგახსენებთ, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დანიშვნისკენ მოუწოდა და ჩამოთვალა თემები, რომლებიც სხდომაზე უნდა განეხილათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g