LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა დარსალია არ არის არსაიდან განთავისუფლებული და იღებს ხელფასს – გვიმრაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

184
Untitled design - 2022-02-17T134029.030

საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემა „ახალი კვირა“ არ დახურულა და არც მის წამყვანს დაუტოვებია არხი, – აცხადებს “პირველი არხის” ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

როგორც მან “ფორტუნას” განუცხადა, გადაცემა ძალიან მალე, სავარაუდოდ, გაზაფხულის სეზონზე დაბრუნდება საეთერო ბადეში.

„იმედა დარსალია, არ არის არსაიდან განთავისუფლებული და იღებს ხელფასს, მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში გიორგი გვიმრაძემ.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, იქნება თუ არა გადაცემის წამყვანი კვლავ იმედა დარსალია.

როგორც გვიმრაძე განმარტავს, შესაძლოა, გადაცემა კვლავ იმედა დარსალიამ წაიყვანოს ან გადაცემას ორი წამყვანი ჰყავდეს.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა  “ახალი კვირა”  დახურა. მიზეზად კი  27 ნოემბერს  “ახალი კვირის” ეთერში  გასული სიუჟეტი  სათაურით – “ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია” დასახელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g