“იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში იქნება უზრუნველყოფილი,” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კიევში მიმდინარე მოვლენები უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესებია, რომელზეც პოლიტიკური შინაარსის კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ამავდროულად, ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დატვირთვას აძლევს ამ მოვლენებს.
იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.