LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება: სერგო ჩიხლაძე

78
1602236161-5f8035dc36855

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, კრისტიან დანიელსონთან გასამართი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკება პოზიტური შედეგით დასრულდება.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უცვლელია და იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგება, ოპოზიცია პარლამენტში მოღვაწეობას იმ საკითხების პრაქტიკაში გადასატანად გააგრძელებს, რა წინადადებებიც მათ გააჩნიათ.

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა ამის იმედს გვაძლევს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა 10 დღის შუალედში ვიზიტი მეორედ შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ეს უკვე იმედს იძლევა. რაც არის გაჟღერებული ჩვენი მხრიდან წინადადებები იგივეა. თუ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პარლამენტში მოღვაწეობას გააგრძელებს იმ საკითხების პრაქტიკაში გადასატანად“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, ახლა კომპრომისის დროა – კრისტიან დანიელსონი

magti 5g