ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე იმედოვნებს, რომ „კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე“. აღნიშნული განცხადება მან ავლაბრის ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
მისივე განცხადებით, სპორტსმენებისთვის სტიმულის მიმცემი არის დაფასება და გულშემატკივრის ემოციები, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდიან.
„რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება და გულშემატკივრების გამოხატული ემოცია, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდის სპორტსმენი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა და სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
