„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტური სრულიად ლეგიტიმურია.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კახიანმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია გონს მოეგება.
სრული ბოიკოტი არჩევნებს – “ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს
„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ოპოზიციური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ლეგიტიმურად ცნეს არჩევნების პირველი ტური. ამ ფონზე სრულიად აბსურდული ჩანს, მათი პოზიცია”, – ამბობს კახიანი.
როგორც კახიანმა აღნიშნა, როცა საუბარია დარღვევებზე, ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებშიც, თუმცა, მთლიანობაში დაახლოებით 450 საჩივარია დაწერილი.
„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. როცა საუბრობენ, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, საჩივრებში ხომ უნდა აისახებოდეს, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დაახლოებით, 450 საჩივარია. თუმცა, ამას აქვს თავისი განხილვის ვადა, ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – – განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერის არჩევნების შედეგები ცესკომ გამოაცხადა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, პარლამენტში არ შევიდეს.