იმერეთის რეგიონში 2016 წელს დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად ბუნებრივ გაზს მიიღებს 16 ათასამდე აბონენტი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ბაღდათის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ხონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების 44 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება. შედეგად, 16 ათასამდე აბონენტს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში.
გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამტრედიის რაიონის სოფლებში. დასრულდა სოფელ ტოლებში გაზსადენი მშენებლობა, ხოლო სოფელ ჭოგნარში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
” სოფელ ჭოგნარში მცხოვრები 163 აბონენტიდან 63 უკვე ჩართულია ბუნებრივი აირის ქსელში. სოფელ ტოლებში მცხოვრები 153 აბონენტის ქსელზე დაერთების პროცესი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად გაგძელდება,”- განაცხადეს სამინისტროში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 31 სოფლის გაზიფიცირებისათვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 222,7 კმ საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა. საერთო ჯამში სამუშაოებისათვის 5,2 მლნ ლარი დაიხარჯა. შედეგად 4 000 მდე პოტენციურ აბონენტს ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა .
“ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა,”- განაცხადეს სამინისტროში.