LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის რეგიონულ საავადმყოფოში, პიროტექნიკით დაშავებული 11 პაციენტი მოათავსეს

NS6HxSJVi0

31 დეკემბრიდან დღემდე, 11 დაზარალებული პაციენტი, პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექვს მათგანს ხელის მტევნის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, როგორიცაა თითების სრული ან ნაწილობრივი ტრავმული ამპუტაცია, მტევნის დამწვრობა, კუნთების მყესების დაზიანება და სხვა.

ყველა პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია. ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი აგრძელებს. მათი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.