LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და სიტყვას პატივს: საქართველოს პრეზიდენტი

81
სალომე-ზურაბიშვილი

იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს მეორე მთავარი გამოწვევა ევროპული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

“მცდელობები, რომ დაგვაჯერონ მავანმა, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისგან ჩვენს დაშორებას ემსახურება”

ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს ხოლმე მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები, იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

magti 5g