დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ვაქცინაციის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი სხვებსაც ურევენ გონებას.
გაბუნია: საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის
პაატა იმნაძის თქმით, ასეთი ადამიანების ჯგუფი საკმაოდ დიდია, ამ პროპაგანდას კი უპირისპირებენ იმას, რომ მოსახლეობის დასარწმუნებლად სოფელ-სოფელ დადიან:
“პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის”, – თქვა იმნაძემ.