LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს

510
პაატ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირს კოვიდ 19 აღარ დაემართება.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს ქვეყანაში უკვე რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც კორონავირუსგადატანილი ადამიანები ერთიან მონაცემთა ბაზაში არ არიან.

„ჩვენი ბოლო გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 55% არის იმ ადამიანების, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი აქვს, ეს არის როგორც ვირუსგადატანილები, ასევე აცრილები.

რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ არიან ბაზებში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამავე თემაზე:

ტიკარაძე: საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არის, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 “მწვანე პასპორტით”

“კოვიდის გადატანის შემდეგ პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად” – გიორგი ღიბრაძე განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომელიც ამჟამად, კოვიდგადატანილ პირს მუდმივად ენიჭება

წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო: ივანე ჩხაიძე

„ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და არასწორი, ამით გენოციდისკენ მიდიან“ – ვატო სურგულაძე კოვიდ გადატანილი პირისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები