LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუშავე სულ რაღაც 150 ლარად დღეში – უცნაური შემოთავაზება ქართული სასტუმროებისგან

209
redisoni

კორონავირუსმა ყველაფერზე იმოქმედა, განსაკუთრებით ბიზნესსფეროზე. უამრავი კომპანია გაკოტრდა, კიდევ უფრო ბევრმა იზარალა, ბევრიც დახურვის საფრთხის წინაშეა. ამიტომ ზოგმა მუშაობის რეჟიმი შეცვალა, ზოგმა სტილი, ზოგმაც ფასები, რომ პანდემიის ეპოქას ფეხი აუწყონ.

სასტუმროებიც არ არის გამონაკლისი.

“რედისონ ბლუ ივერიამ” ამ პირობებში უცნაური შეთავაზება გამოაქვეყნა. ის მსურველებს სასტუმროს ნომრებს სამუშაოდ სთავაზობს – 10:00 საათიდან 19:00 საათამდე სულ რაღაც 150 ლარად.

 

ამ შეთავაზებამ სოციალურ ქსელში განხილვა გამოიწვია – დაისვა კითხვა: რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ დღეში მხოლოდ სამუშაო სივრცეში 150 ლარი გადაიხადოს.

 

სამუშაო სივრცედ ოთახებს სასტუმრო “თბილისი მერიოტიც” აქირავებს. შეთავაზების პოსტი ასე გამოიყურება:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g