LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჟინერი რეზიუმეში დაწერილი ტყუილის გამო 15 წლით ციხეში ჩასვეს

112
98ea1e00-6acb-11ef-8c32-f3c2bc74

სამხრეთ აფრიკაში დასრულდა 40 წლის დენიელ მთჰიმკულუს სასამართლო პროცესი, რომელსაც რეზიუმეში ტყუილის ჩაწერისთვის ასამართლებდნენ. ამის შესახებ BBC News წერს.

დენიელი 5 წლის განმავლობაში რკინიგზის კომპანიის მთავარ ინჟინრად მუშაობდა და წელიწადში 2,8 მილიონ რენდს იღებდა. ის ამტკიცებდა რომ უნივერსიტეტი დაასრულა, ასპირანტურა გერმანიაში გაიარა, დისერტაცია დაიცვა და თავის სპეციალობაში რამდენიმე დიპლომიც დააგროვა.

2015 წელს დენიელი ტყუილში გამოიჭირეს და მალევე დააპატიმრეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ ვითომდა მეცნიერს მხოლოდ საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული და სხვა არანაირი ხარისხი არ გააჩნია.

საქმის განხილვა თითქმის 10 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. მოსამართლემ ყოფილი ინჟინრის 15 წლით ციხეში ჩასმა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები