კალიფორნიელმა ინჟინერი ბრენდონ დოუსონმა გოგრების 52-ე საერთაშორისო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
მისი გოგრა 1064 კილოგრამს იწონიდა, რაც ჩვეულებრივი სედანის ტიპის ავტომობილის წონაა. გამარჯვებულის გამოცხადებისას დოუსონმა ხელები მაღლა ასწია და შვილები გოგრაზე შემოსვა.
პირველი ადგილისთვის მამაკაცმა 20 000 ამერიკული დოლარი მიიღო.
ბრენდონ დოუსონი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში Rivian Automotive ინჟინერ-ტექნოლოგად მუშაობს. გოგრების გაზრდა კი უკვე ხუთი წელია მის მთავარ ჰობადაა ქცეული. ამერიკელის თქმით, სამსახურში მიღებული გამოცდილება მას ბაღში ძალიან ეხმარება.
საინტერესოა, რომ მიუხედავად წარმატებისა, დოუსონის გოგრა რეკორდული ნამდვილად არ არის. ამჟამად მოქმედი მსოფლიო რეკორდი – 1278 კგ-ია, რომელიც ინგლისელმა ძმებმა დაამყარეს.