LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის დედაქალაქი ტოქსიკურმა სმოგმა დაფარა

124
Screenshot 2024-11-15 135236

ინდოეთის დედაქალაქი სმოგმა ისე დაფარა, რომ ხილვადობაც კი გააუარესა. დელიში შექმნილ ვითარებაზე Reuters-ი წერს.

სპეციალისტთა შეფასებით დელიმ გაუსწრო პაკისტანის ქალაქ ლაჰორს და მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სტატუსი მოიპოვა.

ადგილობრივი ხელისუფლება შექმნილი ვითარების გამოსწორებას ვერ ახერხებს. ისინი უბრალოდ სკოლებში სწავლას პერიოდულად წყვეტენ და ტრანსპორტის გადაადგილებაზე აწესებენ შეზღუდვებს.

მეტეოროლოგთა ინფორმაციით, სმოგის გაძლიერებას ხელი შეუწყო ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ და ეს მდგომარეობა კიდევ 2-3 დღე გაგრძელდება.

და ბოლოს, როცა ჰაერის ხარისხის ინდექსი 301-ს აღწევს, სიცოცხლისთვის საშიშად ითვლება, დელიში კი ეს მაჩვენებელი 1000-მდე ავიდა. ჰაერის ასეთ დაბინძურებას ნაადრევი სიკვდილიანობის და ჯანმრთელობის არაერთი გართულების გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები