LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ტრადიციული ნაკელის ფესტივალი გაიმართა

131
People watch as men fling cow dung at each other during the annual 'Gore Habba' festival, where people throw and smear each other with cow dung, in Gumatapura village situated some 180 Km south of Bangalore on November 6, 2021. (Photo by Manjunath Kiran / AFP)

ინდური სოფლის გუმატაპურას ათობით მცხოვრები ისევ ნაკელში ამოისვარა. ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული, საიტმა NEwsflare-მა გაავრცელა.

გუმატაპურაში ყოველ წელს აწყობენ ფესტივალს, რომლის მონაწილეებიც ორგანულ სასუქში ისვრებიან, შემდეგ კი მას ერთმანეთსაც ესვრიან. ბევრ მათგანს სჯერა, რომ ამ გზით წინაპრების ცოდვების გამოსყიდვა შეუძლიათ. გარდა ამისა, დღესასწაულის დროს მატყუარებს სჯიან: მათ ვირებზე ჯდომას აიძულებენ.

ითვლება, რომ უჩვეულო ტრადიცია XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს. ფესტივალის სანახავად ტურისტები ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან. სამზადისი მართლაც გრანდიოზულია ხოლმე, ბრძოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სპეციალური რელიგიური რიტუალიც ტარდება.

ინდოელებს სჯერათ, რომ ყველაფერი რაც ძროხასთანაა დაკავშირებული სულიერ განწმენდას უწყობს ხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები