LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიის ხელისუფლება კარანტინის დამრღვევებს ,,მოჩვენებებით” აშინებს

396
-111770556-061042411

ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ხელისუფლება კორონავირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვის. შესაბამისმა სამსახურებმა მოხალისეები დაიქირავეს, რომლებიც სოფელში მოჩვენებების ფორმაში ჩაცმულები გადადგილდებიან. ხელისუფლების აზრით, მოჩვენებების დანახვა ხალხს შეაშინებს და ისინი სახლში დარჩებიან.

სოფელ კეპუხის მმართველები, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს, ,,მოჩვენებებს” ხალხის შესაშინებლად მარტის ბოლოდან იყენებენ.
ინდონეზიური ფოლკლორის თანახმად, მოჩვენებები გარდაცვლილთა სულები არიან, რომლებმაც ვერ შეძლეს მიღმიერ სამყაროში შეღწევა.

ამ დროისათვის ინდონეზიაში ახალი კორონავირუსის 5136 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 469 ადამიანი. თუმცა ექსპერტების აზრით, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.

სააგენტო ,,როიტერის” ჟურნალისტებმა, რომლებიც სოფელს იმის სანახავად ეწვივნენ, თუ როგორ მუშაობდა “მოჩვენებებით” დაშინების სტრატეგია აღმოაჩინეს, რომ თავდაპირველად მას უკუეფექტი ჰქონდა. ხალხი ქუჩაში სწორედ მოჩვენებების სანახავად გამოდიოდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ,,მოჩვენებებმა” მოულოდნელ დროს სხვადასხვა ადგილებში უცებ გამოჩენა დაიწყეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ,რომ ამ ტაქტიკამ საბოლოოდ მაინც იმუშავა და ხალხმა გაიგო, რომ ვირუსი მომაკვდინებელია.

,,ჩვენ გვსურდა რაღაც ახალი, არაჩვეულებრივი გაგვეკეთებინა, მოჩვენებების კი ყველას ეშინია. ვფიქრობთ, რომ ამან გაამართლა, მაგრამ ხალხს მაინც უჭირს სახლში გაჩერება და არაფრის შეცვლა არ სურთ” – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ,,როიტერთან” ინტერვიუში.

ინდონეზიის პრეზიდენტს ქვეყანაში კარანტინი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. ინდონეზია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უჩვეულო მეთოდებით აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ.

თუმცა მსგავსი რამ შეინიშნება ინდოეთშიც, სადაც პოლიციელებმა მოსახლეობისათვის საფრთხის შესახსენებლად კორონავირუსის ფორმის შლემების ტარება დაიწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g