LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინდურ შტამზე” ჯერ არ ვიცით, “ბრიტანული შტამი” კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს, მათ შორის ახალგაზრდებშიც: ცერცვაძე

468
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში გავრცელებულ კორონავირუსის შტამებსა და მათგან გამოწვეული დაავადებების სიმძიმის ხარისხზე საუბრობს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. “ინდურ შტამზე” ჯერ არაფერი იციან, თუმცა “ბრიტანული შტამი”, ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს:

“მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც. “ბრიტანულ შტამზე” ეს შემიძლია ვთქვა, ინდურზე ჯერ არა. მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა „ინდური შტამისგან“ ვაქცინები და იცავს თუ არა კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი.

არის მთელი რიგი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ დიახ, იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს და თუნდაც “ბრიტანული შტამის” დროს, თუმცა წამყვანი ვაქცინები, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს “ინდუმი შტამისგანაც.” – განაცხადა ცერცვაძემ.

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 10% „ინდურ შტამზე“ მოდის: თენგიზ ცერცვაძე

ტიკარაძე ინდურ შტამზე: სავარაუდო მოცულობა ქვეყნის მასშტაბით 8%-ია, თუმცა დადასტურებულია 18 ინფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g