რამდენიმეთვიანი შედარებით სტაბილური სიტუაციის შემდეგ, რუსეთში ინდურმა შტამმა, დელტა-ვარიანტმა იფეთქა.
მოსკოვის ცენტრალური დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციონისტი ელენე ლოგუა ამბობს, რომ პანდემიის მესამე ტალღის მიზეზი რეგულაციების შემსუბუქებაა.
მისი თქმით, როგორც კი შეზღუდვები შემსუბუქდა, ძალიან ბევრმა მოიხსნა პირბადე, დაიწყო ხალხმრავალი წვეულებების გამართვა და შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა, 10 ათასამდე დაფიქსირდა.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ „ინდური შტამით“ დაინფიცირდით - „გირჩევთ, პირბადე მაინც ატაროთ“ - გოგინავა
„თუ ვაქცინირებული ადამიანები არ გვეყოლება, არამარტო „დელტა“ შტამი, სხვა შტამების წარმოიქმნება“.
გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი „ინდური“ შტამია. რუსეთში შექმნის სიტუაციაზე ელენე ლოგუამ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
„ინდური“ შტამი ციხეებშიც გავრცელდა და როგორც ამბობენ, უკონტროლო გახდა. ხალხი სახელმწიფო უწყებებს არ ენდობა, ცდილობენ, კერძო საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლონ, მაგრამ ახლა ყველა კლინიკა და ჰოსპიტალი ისეთი გადატვირთულია, დიდი არჩევანი არც აქვთ.
ჩემმა კოლეგამ მოგვაწოდა ვიდეო, ეკატერინბურგის, პეტერბურგის, ნოვისიბირსკის საავადმყოფოებში ინფიცირებულები პირდაპირ დერეფნებში წვანან.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბევრს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობის, უმძიმესი დიაგნოზით მოჰყავთ და კიდევ ჩხუბობენ, ყველაფერს “კოვიდს” რომ აწერთ, სხვა ვირუსი გაქრაო?… ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, უამრავი ალკოჰოლდამოკიდებული გვყავს, ვინც სახელმწიფოს ხარჯზეა და მათი გამოხშირვა გინდათ, ამიტომ გამოიგონეთ ეს ვაქცინაციაო. ბევრი გვსაყვედურობს, ექიმები ყველაფერს აზვიადებთ, რომ ხალხი აიცრასო… ამიტომ ჯანდაცვის სისტემამ ასეთი გამოსავალი იპოვა – ცდილობს მოსახლეობა დააინტერესოს და ვაქცინაციას ლატარია მიაშველა ბინების და მანქანების მოგების შანსით.