დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მოსალოდნელია,რომ Covid-19 ინფექციაზე იმოქმედებს ის გარემო ფაქტორები, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე.
აქედან გამომდინარე, ხათუნა ზახაშვილი ვარაუდობს, რომ დაავადების გავრცელების ინტენსივობა ზაფხულში ალბათ ნაკლები იქნება, თუმცა შემოდგომისთვის უნდა მოემზადოს საზოგადოება.
“იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონი გარკვეულწილად მხარს დაგვიჭერს. ამაზე მე არ ვიცი სხვა ეპიდემიოლოგებს რა შეხედულება აქვთ, ალბათ, არ შეგვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექციაზე იმოქმედოს იმ გარემო ფაქტორებმა, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე. მისი გავრცელების ინტენსივობა საიმედოდ ალბათ უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა სავარაუდოდ, კიდევ იქნება ამ ინფექციის გავრცელების ზრდა” , – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 416-მდე გაიზარდა.
“ბოლო დღეებში გამოვლენილი შემთხვევები საგანგაშო არ არის, მცირე რიცხვებია” – ხათუნა ზახაშვილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია.
კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა
