თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ორმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. მედიკოსების განცხადებით, ორივე პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
“არც ერთ მათგანს არ აქვს პნევმონია, დღეისთვის არც ერთს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და სხვა რომელიმე კლინიკური სიმპტომი.
რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს
ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის.
სავარაუდოდ, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ.როგორც კი ლაბორატორიული კვლევის პასუხი მოვა, ისინიც გაწერილები იქნებიან“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის , ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. საშიში ვირუსის დასადგენი ტესტი დღეიდან ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდება.
კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
კორონავირუსის საფრთხის გამო: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა
