LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

83
tyfhgfh

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ასაკოვანი პაციენტი ერთი კვირის წინ შევიდა მძიმე მდგომარეობით და დღემდე მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. ინფიცირებულს, გარდა კორონავირუსისა, სხვა თანმდევი დაავადებებიც აქვს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს.

“ჩვენთან მკურნალობს 47 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. ის ერთი კვირაა ჩვენთან იმყოფება და ხელოვნური ვენტილაციის მართვით სუნთქვაზეა. ასაკოვანი პაციენტია და გარდა კოვიდინფექციისა, აქვს კიდევ სხვა თანმდევი დაავადებები. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირებაზე ლაპარაკი ზედმეტია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები