LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა

200
ინფექციური-საავადმყოფო

ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ინფორმაციას jandacva.ge ავრცელებს, რომელიც კომპანია „ავერსი ფარმას“ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „ავერსს“ ეკუთვნის ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, კარიც კი არავის შეუღია და იქ ამ ხნის განმავლობაში, არანაირი სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.

„ფურცელაძის თქმით, მიმდინარე, სამმხრივი ხელშეკრულება ინფექციური კლინიკის მიერ ამ ტერიტორიის იჯარით სარგებლობის შესახებ 2021 წლის 31დეკემბრის ჩათვლითაა დადებული და კომპანია აპირებს, იანვრიდან საკუთრების უფლებით ისარგებლოს“, – წერს jandacva.ge.

სააგენტოს ცნობითვე, კითხვაზე, როგორ აპირებს „ავერსი ფარმა“ ტერიტორიით სარგებლობას იმ დროს, როცა იქ კლინიკა ფუნქციონირებს, ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ ამას პროტესტის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების გზით გააკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g