LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფო ასახელებს კორონავირუსის იმ სიმპტომებს, რომლებიც ინფიცირებულებს ყველაზე ხშირად აქვთ: რომელია ყველაზე საყურადღებო

349
კორონავირუსი

ინფექციურმა საავადმყოფომ დაასახელა სიმპტომები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებს ყველაზე ხშირად აქვთ.

ამ სიმპტომებიდან კი, მათი აზრით, ყველაზე საყურადღებო ყნოსვის დაკარგვა და გემოს ცვლილებაა.

“ჩამოთვლილი სიმპტომებიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის პათოგნომური რომელიმე ერთი დაავადებისათვის, მათ შორის COVID-19-ისთვის. ამიტომ დიაგნოზის დადასტურება ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაბორატორიული გამოკვლევით. ჩვენი აზრით, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან საყურადღებოა ყნოსვის დაკარგვა და გემოს ცვლილება, რომლებიც შედარებით იშვიათია სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ხოლო COVID-19-ით ავადმყოფებში ისინი გხვდება დაახლოებით შემთხვევათა მესამედში და ძირითადად ადრეულ სტადიაზე.
  • ცხელება – 84%
  • ზოგადი სისუსტე – 39%
  • ყელის ტკივილი – 36%
  • ხველა – 34%
  • ყნოსვის დაკარგვა / გემოს ცვლილება – 33%
  • კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში)–20%
  • თავის ტკივილი – 17%
  • სუნთქვის გაძნელება – 13%
  • სახსრების ტკივილი – 13%
  • ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში- 10%
  • სურდო – 9%
  • დიარეა – 8%
  • თავბრუსხვევა – 7%
  • მუცლის ტკივილი – 5%
  • გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა – 3%
  • აგზნებადობა/გაფანტულობა – 3%
  • ციანოზი – 2 %
  • უსიმპტომო – 2%
  • გამონაყარი – 0 %

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი, ამ დრომდე, 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g