დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს. პაციენტების ანალიზები ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია და პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შემოყვანილ პაციენტებზე მიმდინარეობს დაკვირვება. მისი განმარტებით, ორ პაციენტს, რომლებიც მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომელ რაიონში მუშაობდნენ არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსით გარდაცვლილთა ბოლო მონაცემები