გასული წლის ბოლოს ჩინეთში აღმოჩენილი და შემდეგ 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა ასეულობით ადამიანის სიხოხცლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 636-ია. ჩინეთში, ვირუსის ეპიცენტრში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 3 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩინეთში ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ჩინეთში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე დახმარებას ითხოვს
ჩინეთში 10 დღეში ახალი საავადმყოფო აშენდა, სადაც პირველი პაციენტები უკვე მიიღეს. უცხოური მედიის ცნობით, კიდევ ერთი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს.