ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, დედაქალაქში ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება, მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ახლა თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
															