LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია იყო შოკისმომგვრელი, გეუბნებით, როგორც დედა – ხათუნა ლაგაზიძე ივანიშვილის ინტერვიუზე

2457
maxresdefault

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოდ საზღვარგარეთ უშვებს და ოლიგარქის მიზნები – რა უნდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს რეალურად, რას აპირებს და რატომ ეშინია ივანიშვილს ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატების – რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ეს საკითხები ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ შეაფასა.

– აქციების ფონზე, როცა გაიგეთ, რომ ივანიშვილის ინტერვიუს ვნახავდით, რა მოლოდინი გქონდათ, მისგან რის მოსმენას ელოდით და რა მივიღეთ რეალურად?

– მიღებული ინფორმაცია იყო შოკისმომგვრელი, მე გესაუბრებით, როგორც დედა, რომლის შვილებსაც მომავალი არ ექნება. გვეუბნება, რომ ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ემიგრანტებად, ეს მოვისმინეთ. ჩემი ქვეყნის ხელისუფალი დედებს გვეუბნება, რომ შვილების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. იმიტომ რომ თქვენი შვილების დასაქმებას ვერ შეძლებს და არც აპირებს. ამით ჩვენი შვილები კი არ დაიზანდნენ, დაზარალდა ეს ხელისუფლება.

"ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს" - გიორგი გახარია

რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც ზოგიერთები პარლამენტის შტურმს გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ.

პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება საკუთარი პირით ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ვაპირებ ამ ქვეყანაში შევქმნა სამუშაო ადგილები.

მეორე – არანაკლებ გამაოგნებელი იყო ირიბი თავდასხმა ჩვენ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მე ვფიქრობ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ამერიკაში ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების გეგმა მუშავდება.

თქვენ სადმე, რომელიმე ისტორიულ მონაკვეთში გაგიგიათ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები აქციონ ემიგრანტებად.

– რა უნდა ამით ივანიშვილს, რატომ უნდა, რომ წავიდეთ ქვეყნიდან, რისთვის სჭირდება ამ ქვეყნის დაცლა?

– ამ კითხვაზე ლოგიკური პასუხის გაცემა რთულია. მე მეორე საკითხზე გავაკეთებ აქცენტს. რასაც ქართული ოცნება საკუთარ თავს უკეთებს, ამას ვერც ერთი მტერი ვერ გაუკეთებს. ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ მთელ ქვეყანას საემიგრაციოდ ამზადებს, მეორე მხრივ ჟანგინიანი მოფახფახებული კედლის იქით იმალება, დიდხანს ვერ გაძლებს.

– რაში გამოიხატება ამერიკის პოლიტიკა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს

– დამაიმედებელი შემიძლია გითხრათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოში ამერიკის ფინანსურ წილს შეამცირებს და გამოთავისუფლებული თანხები საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებას უნდა მოახმაროს. ყველაზე დიდი იმედი ამერიკას უკავშირდება. იმ პირობებში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მოკავშირეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იმედი მაქვს, ამერიკა საქართველოს არ დაუთმობს რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი სიმპტომი არსებობს.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები