LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია თითქოს პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს „ძალიან დიდი ტყუილია“: შალვა კერესელიძე

106
შალვა-კერესელიძე-მცხეთა-მთიანეთი

„ინფორმაცია თითქოს პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს „ძალიან დიდი ტყუილია“, – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, პარტიის დაფინანსების და შემოსავლების წყაროები გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხან კეზერაშვილი აფინანსებს, ხან ჩხატიშვილიო. ხან ვისი პროექტი ვართ და ხან – ვისი, თუ საიდან ვფინანსდებით და რა იქნება ჩვენი შემოსავლის წყარო, ეს არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ნათელი, რასაც მალე გაიგებთ”, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

mazda magti 5g