LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება

78

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის კანონმდებლობა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას ბევრად დააჩქარებს. როგორც გახარიამ განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნება.

„კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის, ე.წ. PPP კანონმდებლობის შექმნა, მთავრობამ დღეს დაადასტურა. ჩვენ გვქონდა ვალდებულება აღებული, რომ ამას გავაკეთებდით 2017 წლის დეკემბრამდე და ვალდებულების შესაბამისად, ამოქმედდება 2018 წლის 31 მარტს. რეალურად, ეს არის პირადაპირი საშუალება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი უბრალოდ რისკებს ინაწილებს და ამის საფუძველზე საჯარო ინტერესი უფრო დაბალანსებული ხდება. დღეს როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეს ჩარჩო კანონმდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბევრად დააჩქარებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები