LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „6 წლის გახდა დღეს ეს ტელევიზია, საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი ენერგია რომ შევალიე და კიდევ შევალევ…“

99
ingagrigolia202345

ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ დაბადების დღეს განსაკუთრებული პოსტით აღნიშნავს და წერს, რომ ეს არის ის ტელევიზია, რომელიც ყველაზე ძალიან შეუყვარდა. ამ არხს ექვსი წელი დღეს შეუსრულდა.

„დღეს ჩვენი ტელევიზიის დაბადების დღეა❤️. ცხოვრებაში არც ერთი სამსახური ისე არ მყვარებია, როგორც „ტვ პირველი“❤️ ცხოვრებაში არც ერთ სამსახურში არ მიგრძნია თავი, როგორც საკუთარ სახლში, სახლში, რომელმაც უზარმაზარი პროფესიული ბედნიერება და თავისუფლება მაჩუქა. სულ ვამბობ, რომესაა ჩემი ცხოვრების ბოლო სამსახური, რომელსაც ვერასდროს  შეველევი❤️❤️❤️

6 წლის გახდა დღეს ეს ტელევიზია, საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი ენერგია რომ შევალიე და კიდევ შევალევ. 6 წლის წინ,ერთმა გიჟმა ბიჭმა,დღეს რომ ასევე იუბილარია, ვატო წერეთელმა, ყველა კარი რომ ჩაკეტილი გვქონდა, ისეთ ხალხს გაგვიხსნა ახალი სუნთქვა და გვაჩუქა თავისუფლების პლატფორმა, სახელად „ტვ პირველი“. ყველაზე კრიზისულ დროს, ჰაერივით რომ გვჭირდებოდა  ბევრ ჟურნალისტს და ამ ქვეყანას❤️❤️❤️❤️

ერთი მიკროფონით დავიწყეთ და  ექვსი წლის თავზე , საამაყოა, გერქვას „ტვ პირველელი“❤ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენი შრომით, ჩვენი რეკლამებით შემოსული ფულით ვცხოვრობთ და არავისთან არ გვაქვს არანაირი ვალდებულება.რა ქარიშხლები არ გადავიტანეთ და რა ქარიშხლებს არ გავუძელით, მაგრამ ქარიშხლებმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა❤❤❤❤და სულ მალე, კიდევ უფრო გაძლიერებულები, ახალსახლობასაც ვიზეიმებთ❤❤❤. შეგიძლიათ მოგვილოცოთ, დღეს ექვსი წლის გავხდით!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები