“ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოსწრებით!” – ასე ეხმიანება “ტვ პირველის” წამყვანი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანიის მფლობელის მამაზე, ავთანდილ წერეთელზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
მას პროკურატურა 16 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს ედავება.
ავთანდილ წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული - ახალი დეტალები თიბისი ბანკის საქმეში
გრიგოლია ამ ყველაფერს ქრონოლოგიურად, “რუსთავი 2”-ის შემდგომ პროცესებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ახალ სეზონამდე ხელისუფლება სურს, მედიას კისერი ბოლომდე მოუგრიხოს.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ ომს მოიგებენ.
“რუსთავი ორის” თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ “ტვ პირველის” დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე,რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება, “ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე ბარემ “ტვ პირველსაც”, მოვუგრიხოთ კისერიო”, ხოდა ვაი თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ,საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ,მაგრამ ვერ მოსწრებით!
დიახ, რაც არ უნდა იჩალიჩოთ, მაინც დავრჩებით გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში სულ რომ გაიხეთ შუაში, თქვენი ზონდერ-ტროლებისგან შემდგარი სპეცრაზმით დისკრედიტაციის და ტალახის ომი რომ მოაწყოთ, მაინც ვერ მოერევით ტვ პირველს,” – წერს გრიგოლია.
ავთანდილ წერეთლის შესახებ პროკურატურის განცხადებას, მისი შვილი, “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის ამბობს, ავთანდილ წერეთელი მზად არის პროკურატურაში გამოცხადდეს.
“კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში,” – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ავთანდილ წერეთლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, პროკურატურაშია დაიბარეს.
მას პროკურატურა 16 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს ედავება.
როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდების წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ასევე, პროკურატურაშია დაბარებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით.
