LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: მოძალადეები გამოუშვა გარეთ, რადგან ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე

135
Capture

ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ჟურნალისტებს წინ ბევრი 5 ივლისი გველოდება, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლების საკითხს.

“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინც გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალი ცემაში, პატარა შვილის თვალწინ შეგიძლიათ გაუსწორდეთ ან შეგიძლიათ ცემით სიკვდილამდე მიიყვანოთ, მაგრამ თქვენი თავისუფლება არის გარანტირებული და, აი, დღევანდელმა მართლა დამონებულმა სასამართლომ ეს ყველაფერი ცხადყო.

სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, იმიტომ რომ უკვე გაათავისუფლონ, იმიტომ რომ წინ არის არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს, როცა ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ და გამოუშვა გარეთ იმიტომ რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, ღარიბაშვილი თავად დგას მოძალადეებზე და ახლა ამ არჩევნებზე მხოლოდ ამ მოძალადეების იმედი აქვს მას”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, მოსამართლემ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამივე პირს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი, სავარაუდოდ, დღესვე გათავისუფლდება.

ამავე თემაზე:

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

სრული მწვანე შუქია, შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ – ჟიჟილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მაქვს განცდა, რომ შეგნებულად მატყუებთ, სასამართლოს კრიტიკას არ ვაპირებ – მდინარაძე სანაიას საქმის გადაწყვეტილებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g