LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს განცდა, რომ შეგნებულად მატყუებთ, სასამართლოს კრიტიკას არ ვაპირებ – მდინარაძე სანაიას საქმის გადაწყვეტილებაზე

111
1591189010-1580980587-მამუკა-მდინარაძე

“მე მაქვს განცდა, რომ შეგნებულად მატყუებთ და ამ შემთხვევაში თქვენ ითხოვთ ისეთივე რეპრესიებს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, ვახო სანაიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

“ყოველშემთხვევაში სასამართლოს გადასაწყვეტია ეს საკითხი და სასამართლოს რაიმე განსაკუთრებულ კრიტიკას არ ვაპირებ. საქმის დეტალები არ ვიცი, თუ გამართლდნენ შეიძლება, ამის საფუძველი იყო, მაგრამ მე მაინც მგონაი, რომ მატყუებთ”,- განაცხადა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაუი, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g