LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა გულშემატკივარს სურს

35

ჩვენ განვიხილავთ თქვენს განაცხადს: ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უპასუხა გულშემატკივარს, რომელსაც ნაკრების მწვრთნელობა სურს.

ინტერნეტში მძრომიალე ბიჭს შანსი გაუჩნდა.

Reddit-ის მომხმარებელმა უილიამ უილსონმა ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე რეზიუმე გაგზავნა. ასოციაციის წარმომადგენლებმა კი მას ოფიციალური პასუხი მისწერეს. იუზერმა წერილი გაასაჯაროვა.

წერილი საკმაოდ ვრცელია და ტრადიციული ბლა-ბლაა: თუ როგორ დაწყდათ გული და რომ ყველაფერს გააკეთებენ სამომავლო წარმატებებისთვის. ერთ ფრაგმენტში კი ნათქვამია: „უკვე მიმდინარეობს კანდიდატურების განხილვა ახალი მწვრთნელის პოსტზე. მადლობა თქვენი განაცხადისთვის. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ გამოვნახავთ დროს და განვიხილავთ მას“.

გულშემატკივარს წერილი იანი ოურაბამ გაუგზავნა, რომელიც ფეხბურთის ასოციაციაში მიმართვების განყოფილებაში მუშაობს.

შეგახსენებთ, ევრო 2016-ის მერვედფინალში ჯუჯა ისლანდიასთან ინგლისის ნაკრების სამარცხვინო წაგების შემდეგ გადადგა როი ჰოჯსონი. ახალ მწვრთნელებს შორის მთავარ კანდიდატებად არსენ ვენგერი და გარეთ საუთგეიტი სახელდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები