LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისმა ტრადიციულ ყველის რბოლას უმასპინძლა

106
Screenshot 2025-05-30 132418

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიური ყველის რბოლა დასრულდა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

ინგლისში ტრადიციული კონკურსი Cooper’s Hill Cheese Rolling ჩაატარეს. ათობით ადამიანი კიდევ ერთხელ დაეშვა 200 მეტრიანი ციცაბო გორაკიდან, რათა დაგორებული ყველის თავი დაეჭირა. რბოლა წელსაც დაუნდობელი გამოვიდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოშიც მოხვდა. თუმცა, საბედნიეროდ, მათი დაზიანებები სერიოზული არ ყოფილა.

მამაკაცთა გარბენში ჩემპიონი უკვე მეორე წელია, 30 წლის ტოპ კოპკე ხდება. მიუნხენის მკვიდრი გამარჯვებისთვის ტრავმების მიღებასაც არ მოერიდა. „მე მთელი 100%-ით დავიხარჯე, შემდეგ უბრალოდ დაბლა მოვედი გონს – ეს დაუჯერებელი იყო!“ – დააზუსტა პირველი ადგილის მფლობელმა.

20 წლის ლონდონელი ავა, რომელიც ქალთა რბოლაში გახდა გამარჯვებული, აღიარებს რომ მისი მიზანი არა ყველი, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობისთვის მეტი ყურადღების მიპყრობა იყო. „ყველი საერთოდ არ მიყვარს, თუმცა ასეთი საქმისთვის გარისკვა ნამდვილად ღირდა.“

საინტერესოა, რომ ყველის რბოლა დიდ ბრიტანეთში უკვე 600 წელია, მაისის ბოლო ორშაბათს ტარდება. ფესტივალის მიზანი გაზაფხულის დღესასწაულის აღნიშვნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები